დღეს დღის პირველ ნახევარში გახდა ცნობილი ვინ მოხვდნენ უმაღლეს სასწავლებელში.
ოზურგეთის #2 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია ფეისბუქზე იმ სტუდენტების სიას აქვეყნებს, რომლებმაც სახელმწიფო გრანტი მოიპოვეს.
“ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულთა წარმატებებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უდიდესი სიხარული და ბედნიერება მოგვიტანა. ამ დიდ გამარჯვებას ვულოცავთ ჩვენ საყვარელ მოსწავლეებს, ყველა პედაგოგსა და მშობელს, ვისაც წვლილი მიუძღვის მათ წარმატებებში. გისურვებთ ბედნიერ სტუდენტობას და წარმატებებს მომავალშიც. 100%-იანი გრანტის მფლობელი: ანი ღელეყვა, მარიამ გიორგაძე, 70%-ი გრანტის მფლობელი: ელენე ტაკიძე, ლეო თოიძე, მარიამ კიკვაძე, მარიამ რუხაძე, მარიამ თევდორაძე. 50%-იანი გრანტის მფლობელი: ნუცა ღლონტი, თიკა ქუტიძე, აჩი ხომერიკი, ვაკო ძნელაძე, ლანა დობორჯგინიძე, ჯემალ გელაშვილი, ნინი ეცადეშვილი ,თაზო სიორიძე, ლიზი კიღურაძე, გიორგი რატიანი, მარიამ ბურჭულაძე!“- წერიას #2 საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.