BBC -ის ინფორმაციით, იაპონიის ციფრულმა მინისტრმა “ომი გამოუცხადა” ფლოპი დისკებს და სხვა რეტრო ტექნოლოგიას, რომელსაც იყენებენ ქვეყნის ბიუროკრატები.
დაახლოებით 1900 სამთავრობო პროცედურა კვლავ თხოვს ბიზნესს გამოიყენოს შესანახი მოწყობილობები, პლუს CD-ები და მინი-დისკები, _ თქვა ტარო კონომ.
მისი თქმით, რეგულაციები განახლდება, რომ ადამიანებს ონლაინ სერვისებით სარგებლობის საშუალება მიეცეს.
ფლოპი დისკები შეიქმნა 1960-იანი წლების ბოლოს, მაგრამ სამი ათეული წლის შემდეგ მოდიდან ამოვარდა შენახვის უფრო ეფექტური გადაწყვეტილებების წყალობით.
იაპონიის სამთავრობო კომიტეტმა აღმოაჩინა დაახლოებით 1900 სფერო, სადაც ბიზნესს მოეთხოვება გამოიყენოს საცავის მედია, როგორიცაა ფლოპი დისკები აპლიკაციების შექმნისას ან მონაცემთა შენახვისას.
სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე, ბატონმა კონომ ასევე გააკრიტიკა ქვეყანაში სხვა მოძველებული ტექნოლოგიების გამოყენება.
”მე ვეძებ ფაქსის აპარატის მოშორებას და ჯერ კიდევ ვგეგმავ ამის გაკეთებას”, – თქვა მან.