მსოფლიოში პირველი კულინარიული წიგნი ფრანგმა გიიომ ტირელმა დაწერა მეთოთხმეტე საუკუნეში. ის მეფე შარლ მეხუთის კარის შეფ–მზარეული იყო.
ფრანგული წარმომავლობით შეუძლია იტრაბახოს უამრავმა კერძმა, რომელთა შორისაა ყველასათვის ცნობილი: მაიონეზი, ანტრეკოტი, კოტლეტი, ბულიონი, რულეტი, რაგუ და ასე შემდეგ.
ხორცსაკეპი მანქანაც, სხვათა შორის, ფრანგმა მოიგონა; ასევე – ნასვრეტებიანი საწური ჯამი, ტოსტერი და კიდევ ბევრი სხვა სამზარეულო ტექნიკა.
მენიუ, მეტრდოტელი, სომელიე – რესტორნის ლექსიკონი მთლიანად ფრანგებმა შეადგინეს.
სხვათა შორის, რესტორნებზე ვარსკვლავების მინიჭებაც ფრანგების მოგონილია: ერთი ვარსკვლავი კარგია. ორი ვარსკვლავი – ძალიან, ძალიან კარგი. სამი ვარსკვლავი კი მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში, არაჩვეულებრივ და განსაკუთრებულ რესტორნებს ენიჭება.