ახალგაზრდებისთვის აუცილებელია თხილეულისა და სუბტროპიკული ხილის ჭამა. 40 წლის შემდეგ კი საჭიროა ბეტა–კაროტინით მდიდარი საკვები – სტაფილო, მწვანილი, პომიდორი, წიწაკა, ლობიო, კარალიოკი, ვაშლი, კომბოსტო და ასე შემდეგ.
ბეტა–კაროტინით მდიდარი საკვები აძლიერებს იმუნიტეტს. 50 წლის ასაკიდან აუცილებელია კალციუმის მიღება, რადგან ის ამაგრებს ძვლებს და ხელს უწყობს გულის მუშაობას. სელენი კი, რომელიც სტრესისგან გვიცავს, ბევრია ყველში.
დღეში, თუნდაც ოცწუთიანი ვარჯიში სიცოცხლეს ახანგრძლივებს, გვიცავს სხვადასხვა დაავადების რისკისგან, მაგალითად, როგორიცაა წნევის ცვალებადობა, ოსტეოქონდროზი, შაქრიანი დიაბეტი, მკერდის კიბო. ასევე, სიცოცხლის გასახანგრძლივებლად აუცილებელია ძილის წინ საძინებელი ოთახის განიავება. მხიარული ბუნების ადამიანები უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე დეპრესიულები. სიცილის დროს ორგანიზმი გამოყოფს ისეთ ნივთიერებას, რომელიც ებრძვის ინფექციის გამომწვევ მიკრობებს, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, აახალგაზრდავებს ორგანიზმს.
თუ ტვინის უჯრედებს აქტიურ ვარჯიშს არ მოაკლებთ, იკითხავთ, ამოხსნით კროსვორდებს, შეისწავლით უცხო ენებს, მაშინ გულის, სასუნთქი გზებისა და ნივთიერებათა ცვლის პრობლემები არასდროს შეგაწუხებთ.