არგენტინაში ვიცე-პრეზიდენტზე თავდასხმა სცადეს. შემთხვევა მაღალჩინოსნის სახლთან მოხდა.
„ბიბისის“ ცნობით, დაკავებულია მამაკაცი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა და მიზანში ამოიღო ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერი.
გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მამაკაცი არგენტინის ვიცე-პრეზიდენტს ახლო მანძილიდან სახეში უმიზნებს, თუმცა გასროლას ვერ ახერხებს.
მომხდარის დროს კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერი არ დაშავებულა.
El video del arma contra @CFKArgentina pic.twitter.com/8j1xpMnPoe
— Lautaro Maislin (@LautaroMaislin) September 2, 2022
nbsp;