ახლახან, ოზურგეთში, ვასაძის მარკეტში, შაქრის ქურდობის ფაქტი დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, მარკეტში მისულ „გურია ნიუსს“ უთხრეს, რომ მართლაც მოხდა ეს, ერთობ კომიკური ფაქტი.
_ქალბატონმა ტორტის შეკვეთა მოგვცა. მერე მაღაზიის გასასვლელისკენ გაემართა. ერთ–ერთ თაროსთან შეჩერდა, რაღაც აიღო და სალაროსთან არ მისულა, სწრაფად გავიდა მაღაზიიდან. მოლარის თხოვნაზე, გადაგვემოწმებინა ვიდეოთვალი, აღმოჩნდა, რომ ქალბატონი სწრაფად იღებს შაქარს, რომელიც თაროებზე დაფასოებული აწყვია. დებს მოზრდილ ხელჩანთაში, სწრაფადვე მხარზე იკიდებს და მიდის გასასვლელისკენ, _ გვითხრეს მარკეტში.
აქვე გვიამბეს ისიც, რომ მეორე დილამდე დაელოდნენ ამ ქალბატონს, რადგან ტორტი ჰქონდა წასაღები. თუმცა, მის ნაცვლად მერე, ასაკოვანი მამაკაცი მოვიდა ამ უკანასკნელს აჩვენეს ვიდეომასალა. მან დაადასტურა რომ ქალბატონი მისი მეუღლეა.
„კი, ჩემი მეუღლეა, მაგრამ ეს შაქარი სად წაიღო, სახლში არ მოუტანიაო… მითხარით, რამდენი ღირს და მოგცემთო,“ _ უთქვამს კაცს და გადაუხდია სამი კილოგრამი შაქრის ფული.
ახლა აქ ხუმრობენ, რა კარგია, ვიდეოთვალით რომ სიტკბოების მოყვარულს გამოიჭერ, ნაქურდალს დააბრუნებინებ და პოლიციის გამოძახება არ დაგჭირდებაო… ზოგი იმასაც ამბოს, ალბათ, გაჭირვებული იყოო.
თუმცა, სხვა კომენტარებიც ისმოდა: „მსგავს საქციელს არც ტკბილეულის მოყვარულობა ამართლებს და არც არანაირი გასაჭირი. მით უფრო, გაჭირვებული ადამიანი ტორტს ადვილად ვერ შეუკვეთავსო“.
ავტორი