ლანჩხუთში ინფიცირების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
“დღეში ვლინდება დაახლოებით 15-20 ახალი შემთხვევა შაბათ-კვირის გარდა. ამ შტამს ჰქონდა ძალიან მასიური გავრცელება. არის შემთხვევები, როცა კოვიდგადატანილი პაციენტების ინფიცირება მოხდა მეორედ და მესამედ, ასევე არის შემთხვევები ვისაც ჯერ არ ჰქონია კორონავირუსის არცერთი შტამი და ახლა დაინფიცირდნენ,_ ამბობს ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნატო მენაღარიშვილი.
კოვიდინფიცირების 11840 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან გამოჯანმრთელდა 11683, გარდაცვლილია 83.