დონეცკის რეგიონიდან 194 ადამიანის ევაკუაცია გახორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სამსახურის დეპარტამენტი ავრცელებს.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში პოკროვსკის რაიონში ევაკუაციის დროს მაშველები 194 ადამიანს, მათ შორის 17 ბავშვს და 9 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს დაეხმარნენ“, – წერს ფეისბუქზე დონეცკის ოლქის უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახურის მთავარი დეპარტამენტი.
დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დასახლებებიდან, საომარი ქმედებების დაწყების შედეგად თითქმის 10 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.