რუსეთში, ე.წ. ქართველი კანონიერი ქურდი, 68 წლის გიორგი დიაკვნიშვილი, ცნობილი როგორც “დლინნი” საკუთარ სახლში თავის არეში დაჭრილი იპოვეს.
როგორც პრაიმ კრაიმი იუწყება, მან თვითმკვლელობა სცადა.
გავრცელებული ინფორმაციით, დიაკვნიშვილთან იპოვეს ცოცხალ ვაზნად გადაკეთებული გაზის პისტოლეტი, თავად კი რეანიმაციაში გადაიყვანეს.
ჩხრეკის დროს პოლიციამ საბრძოლოდ გადაკეთებული გაზის პისტოლეტი იპოვა. სისხლის სამართლის საქმე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზეა აღძრული. გამოძიება ორ ვერსიას განიხილავს: მკვლელობის მცდელობას და თვითმკვლელობის მცდელობას.