ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის ტერიტორიაზე მოლაშქრეებმა რუსი ჯარისკაცები დააფიქსირეს. ამის შესახებ ინფორმაციას მოლაშქრეთა კლუბი “რონინი” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სამხედროები ფოტოებს იღებდნენ.
ინფორმაციისთვის, წმინდა გიორგის ეკლესია საოკუპაციო ხაზთან ახლოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.