გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ “გურია ნიუსს” განუცხადა, რომ გურიაში ხვალიდან გამოიდარებს.
“შავი ზღვის ჩრდილო დასავლეთიდან ცივი ჰაერის მასები ვრცელდება. ცალკეულ რაიონებში დღეს შეიძლება მცირე წვიმა შენარჩუნდეს, მაგრამ ხვალ უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დიდად ვერ მოიმატებს. დარჩება ისევ +21, +23 გრადუსის ფაქრგლებში. კარგი მომატება იწყება 9 სექტემბრიდან 13 სექტემბრის დღის პირველ ნახევრამდე. აგრეთვე მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერება 11-12 სექტემბერს. დროგამოშვებით 17-22 მ/წმ-ში.
დღის მაქსიმალური ტემპერატურა 10, 12 სექტემბერს მოსალოდნელია +31, +32 გრადუსი. ხოლო მინიმალური ტემპერატურა 8, 9, 10 სექტემბერს დაბლობ რაიონებში მოსალოდნელია +11, +13 გრადუსი, მაღალმთაში კი გამოდარებასთან დაკავშირებით, ღამის ტემპერატურა შესაძლოა, 0 გრადუსს მიუახლოვდეს”,_ ამბობს გვაზავა.