ცოტა ხნის წინ გერმანულმა გამოცემამ „Der Spiegel” მოიპოვა გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის უნივერსიტეტში სწავლის დროინდელი ჩანაწერები.
აღმოჩნდა, რომ ბერლინის მეცნიერებათა აკადემიაში ასპირანტურის და დოქტორანტურის კურსების გავლისას მარქსიზმ–ლენინიზმის ისტორიაში „სამიანი” ჰყავდა.
ამავე დროს, მერკელს „მყარი” ოთხიანი ჰყავდა ფიზიკაში, ხოლო სადოქტორო კვანტურ ფიზიკაში დაიცვა. აღსანიშნავია, რომ ეს ცნობები გაზეთმა სასამართლოს მეშვეობით მოიპოვა, რადგან მერკელს არ სურდა, თავისი აკადემიური წარსულის გამომზეურება.
ცნობილია, რომ ანგელა მერკელი აღმოსავლეთ გერმანიაში არის დაბადებული და როგორც ყველა იქაური მოქალაქე ვალდებული იყო სტუდენტობის დროს მარქსიზმ–ლენინიზმის ისტორია ესწავლა.
ავტორი