ოზურგეთში კოვიდინფიცირების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია ინფიცირების 23750 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 23533 პაციენტი, გარდაცვლილია 96.
ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 121 შემთხვევა. პაციენტებიდან 17 სტაციონარში, 104 კი ბინაზე მკურნალობს.