ამერიკული სამხედრო ანალიტიკური ცენტრის, ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) 7 სექტემბრის ანგარიშის მიხედვით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში, დაახლოებით, 400 კმ² დაიბრუნა და ოკუპირებულ მიწებზე 20 კმ–ს სიღრმეზე შევიდნენ.
„უკრაინული ძალები არანაკლებ 20 კმ–ის სიღრმეზე შეიჭრნენ რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იზუმის ჩრდილოეთით კუპიანსკის მიმართულებით და 6-7 სექტემბერს დაიბრუნეს დაახლოებით 400 კვადრატული კილომეტრი” – ნათქვამია ანგარიშში
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, უკრაინელმა სამხედროებმა, შესაძლოა, ტაქტიკური მოულოდნელობა გამოიყენეს, ასევე ის, რომ ხარკოვის მიმართულებით რუსეთს ძალები შემცირებული ჰყავდა, რადგან აქ მყოფი სამხედროების ნაწილი, სავარაუდოდ, დონეცკის ოლქის სრულად დაპყრობის მიზნით ან სამხრეთში, კონტრიერიშის საპასუხოდ გაგზავნეს.
გარდა ამისა, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსულმა წყაროებმა უკვე მიიღეს ცნობა, რომ უკრაინული დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფები აწარმოებდნენ ოპერაციებს ბელი კოლოდიაზში, ვოვჩანსკში და ჰნილიცაში, “რუსეთის უკანა სიღრმეში“, მდინარე სივერსკის დონეცის აღმოსავლეთით.
ანგარიშის მიხედვით, რუსი სამხედრო ბლოგერები წერენ, რომ უკრაინელების კონტრიერიშის მიზანია კუპიანსკისა და იზიუმის მახლობლად მყოფი რუსული ძალებისთვის სახმელეთო–საკომუნიკაციო ხაზების გადაჭრა, რაც უკრაინელ სამხედროებს აქ მყოფი ოკუპანტების დანარჩენი ძალებისგან იზოლაციის საშუალებას მისცემს.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, სამხრეთის კონტრიერიში გარდა, კონტრშეტევა ხარკოვის მიმართულებითაც დაიწყეს.
ავტორი