ოზურგეთში 52 წლის ქალი მეზობელმა დაჭრა. ის კლინიკა მედალფაში გადაიყვანეს.
კლინიკის ხელმძღვანელი დათო მდინარაძე ჩვენთან დაჭრილი ქალბატონის შეყვანის ფაქტს ადასტურებს.
“შემოიყვანეს დაჭრილი ქალი. ჩაუტარდა ოპერაცია. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”,_ ამბობს მდინარაძე.
რაც შეეხება ქალზე თავდამსხმელს, როგორც ჩვენთვის ცნობილი ხდება, მას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და პოლიციამ უკვე დააკავა.
ავტორი