გერმანია განთქმულია განძის მაძიებელთა რაოდენობით.
ცოტა ხნის წინ ქალაქ რიულცჰაიმის მიდამოებში ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების დიდი მარაგი აღმოაჩინეს.
განძეული მეხუთე საუკუნით თარიღდება. საგანძური იშვიათი ნივთებითა და მონეტებით არის სავსე. ნაპოვნის საერთო ღირებულება 1 მილიონი ევროა. თუმცა, შეიძლება, აუქციონებზე მეტიც ღირდეს.
განძეული არქეოლოგებმა მიითვალეს შემდგომი კვლევების ჩასატარებლად. თავდაპირველი ვერსიის თანახმად, ყველა ეს ნივთი ეკუთვნოდა წარჩინებულ ადამიანს, თუმცა, რომელი ტომისას, სწორედ ეს დგება კითხვის ნიშნის ქვეშ.
იმ პერიოდისთვის გერმანიის მიწაზე ბინადრობდნენ ალემანების, გოთებისა და კიდევ რამდენიმე ხალხის ტომობრივი გაერთიანებები. ახლა არქეოლოგები იმაზე მსჯელობენ, კონკრეტულად რომელ კულტურას განეკუთვნება საგანძური, რომელშიც სკამისა და ლანგრის ნაწილებიც კია.
ავტორი