მთავარი არხის ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა ერთ-ერთი არასრულწლოვანი, რომელმაც თამარ მეფის გამზირზე ორი სუპერმარკეტი დააყაჩაღა. ცნობილია, რომ მომხდარზე ორი პირია მხილებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები კი უკვე დასრულებულია, სამართალდამცველებმა ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოიღეს.
თავდასხმა ორ სუპერმარკეტზე გამთენიისას მოხდა. არსებული ინფორმაციით, ორმა არასრულწლოვანმა დიდი ოდენობით თანხა, ალკოჰოლური სასმელი და თამბაქო წაიღეს.
როგორც მოლარე-კნსულტანტები “მთავარ არხთან” ყვებიან, ორივე პირს სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა, რომლის გამოყენებითაც მოლარეს ფულის გამოძალვის მიზნით ემუქრებოდა.
მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობასა და ყაჩაღობას გულისხმობს.
წყარო: მთავარი არხი