https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ჰამენეი: „ტრამპმა რიმ იცოდეს, როგორ მართოს ქვეყანა, საკუთარ ქვეყანას მართავდა“

    ნაგავსაყრელის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    ძლიერი სიცხე ავსტრალიაში – ხანძრის საშიშროების დონე კატასტროფულ ნიშნულზეა

    ვენესუელას შინაგან საქმეთა მინისტრი – აშშ-ს თავდასხმას 100 ადამიანი ემსხვერპლა

    ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

    “ევროპა უნდა გაერთიანდეს ან დასრულდება”- დონალდ ტუსკი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ჰამენეი: „ტრამპმა რიმ იცოდეს, როგორ მართოს ქვეყანა, საკუთარ ქვეყანას მართავდა“

    ნაგავსაყრელის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    ძლიერი სიცხე ავსტრალიაში – ხანძრის საშიშროების დონე კატასტროფულ ნიშნულზეა

    ვენესუელას შინაგან საქმეთა მინისტრი – აშშ-ს თავდასხმას 100 ადამიანი ემსხვერპლა

    ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

    “ევროპა უნდა გაერთიანდეს ან დასრულდება”- დონალდ ტუსკი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რა უნდა ვიცოდეთ ხბოებისა და ღორების დაცვის რეგლამენტების შესახებ

10:47; 11.09.2022
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

მეცხოველეობის წარმოშობა ჯერ კიდევ იმ პერიოდს უკავშირდება, როცა ადამიანმა გარეული ცხოველები მოიშინაურა და სამეურნეო მიზნით გამოიყენა. საქართველოში მეცხოველეობა სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგი იყო და არის.

საქართველოს მთავრობამ რამდენიმე დღის წინ ხბოს დაცვის რეგლამენტი მიიღო, რამაც საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია. ხბოების შემდეგ კი ღორების ჯერიც დადგა.

როგორც ცნობილია, აღნიშნული რეგლამენტები ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას უკავშირდება და 2028 წლიდან უნდა ამოქმედდეს.

დადგენილებაში, რომელსაც ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, ხბოების დაცვის შესახებ წესში ვკითხულობთ:

“ხბოს დაცვის მინიმალური მოთხოვნები” (შემდგომში _ წესი) ადგენს ხბოს დაცვის მინიმალურ მოთხოვნებს, რომელსაც ბაგურად ინახავენ გამოზრდისა და სუქებისთვის.

ამ წესის შესრულებაზე კონტროლს უზრუნველყოფს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში _ სააგენტო).

ხბოს დაცვის ზოგადი მოთხოვნები

  1. ხბოს სადგომის ასაშენებლად გამოყენებული მასალები, განსაკუთრებით, ავზი და აღჭურვილობა, რომელთანაც ხბოებს უშუალო შეხება აქვთ, არ უნდა იყოს საზიანო მათთვის და უნდა ექვემდებარებოდეს სრულად რეცხვა-დეზინფექციას.
  2. ელექტროსქემები და აღჭურვილობა ისე უნდა იქნეს დამონტაჟებული, რომ თავიდან იქნეს აცილებული ელექტროშოკი.
  3. იზოლაციამ, გათბობამ და ვენტილაციამ სადგომში უნდა უზრუნველყოს ჰაერის ცირკულაციის, მტვრის დონის, ტემპერატურის, ფარდობითი ტენიანობისა და გაზის კონცენტრაციების იმ ზღვრულად დასაშვებ ფარგლებში შენარჩუნება, რაც სადგომში მყოფი ცხოველებისთვის ზიანის მომტანი არ იქნება.
  4. ხბოების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანი ყველა ავტომატური და მექანიკური აღჭურვილობა უნდა შემოწმდეს, სულ მცირე, ერთხელ დღეში. ხარვეზ(ებ)ი აღმოჩენისას უნდა გამოსწორდეს დაუყოვნებლივ ან, თუ ეს შეუძლებელია, ხარვეზის გამოსწორებამდე შესაბამისი ზომები უნდა იქნეს მიღებული (ალტერნატიული მეთოდები განსაკუთრებით გამოკვებისა და დამაკმაყოფილებელი გარემოს შენარჩუნებისთვის) ხბოების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დასაცავად. სადაც ხელოვნური ვენტილაციის სისტემა გამოიყენება, ასევე მოწყობილი უნდა იქნეს სარეზერვო სისტემა, რაც ძირითადი სისტემის დაზიანების შემთხვევაში უზრუნველყოფს ჰაერის განახლებასა და ხბოების კეთილდღეობას. სისტემის დაზიანების შემთხვევაში, ასევე უნდა მოქმედებდეს საგანგაშო სისტემა, რათა გაფრთხილებულ იქნეს ცხოველების მომვლელი გაუმართაობასთან დაკავშირებით. საგანგაშო სისტემა უნდა შემოწმდეს რეგულარულად.
  5. დაუშვებელია ხბოების მუდმივად სიბნელეში განთავსება. მათი ქცევითი და ფიზიოლოგიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, გათვალისწინებული უნდა იქნეს განსხვავებული კლიმატური პირობები შესაბამისი ბუნებრივი ან ხელოვნური განათებისთვის. ხელოვნური განათების გამოყენებისას, ის უნდა ფუნქციონირებდეს ბუნებრივი განათების პერიოდში, ჩვეულებრივ, 9-იდან 5 საათამდე. გარდა ამისა, უნდა იყოს შესაფერისი განათება (ფიქსირებული ან პორტატული) საკმარისად ძლიერი, რათა შესაძლებელი იყოს ხბოების შემოწმება ნებისმიერ დროს.
  6. სადგომში განთავსებული ყველა ხბო მფლობელის ან პასუხისმგებელი პირის მიერ უნდა შემოწმდეს, სულ მცირე, ორჯერ დღეში, ხოლო ხბოები, რომლებიც გარეთ არიან განთავსებულნი _ დღეში, სულ მცირე, ერთხელ. თუ ხბო არის ავად ან დაზიანებულია, დაუყოვნებლივ უნდა დაექვემდებაროს ვეტერინარის დანიშნულებით შესაბამის მკურნალობას და ნებისმიერი ხბო, რომელიც არ რეაგირებს მფლობელის მოვლაზე/კონტაქტზე, დაუყოვნებლივ ექვემდებარება ვეტერინარის შემოწმებას. საჭიროების შემთხვევაში, დაზიანებული ან ავადმყოფი ხბოები უნდა იყვნენ იზოლირებულნი ადეკვატურ პირობებში, მშრალ და კომფორტულ ქვეშსაგებზე.
  7. სადგომი უნდა იყოს ხბოებისთვის ისე აშენებული, რომ ყველა ხბოს შეეძლოს დაწოლა, დასვენება, ადგომა და საკუთარი თავის გასუფთავება სირთულის გარეშე.
  8. ხბოები არ უნდა იყვნენ დაბმულნი, გარდა ჯგუფურად განთავსებული ხბოებისა, რომლებიც დაბმულნი უნდა იყვნენ არა უმეტეს ერთი საათისა რძით ან რძის შემცვლელით გამოკვებისას. საბელის გამოყენებისას საბელმა არ უნდა გამოიწვიოს ხბოების დაზიანება და უნდა შემოწმდეს რეგულარულად და შეიცვალოს საჭიროებისამებრ, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მისი კომფორტული მორგება. თითოეული საბელი ისე უნდა იქნეს გამოყენებული, რომ აცილებულ იქნეს დახრჩობის ან დაზიანების რისკი და ხბოს უნდა შეეძლოს გადაადგილება.
  9. სადგომი, ავზი, აღჭურვილობა და ჭურჭელი, რომლებიც გამოიყენება ხბოსთვის, შესაბამისად უნდა გასუფთავდეს და დაექვემდებაროს დეზინფექციას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ჯვარედინი დაინფიცირება და დაავადების მატარებელი ორგანიზმების დაგროვება. ფეკალიები, შარდი, ნარჩენი ან დაღვრილი საკვები მოცილებული უნდა იქნეს საჭირო ინტენსივობით, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი სუნი და აცილებულ იქნეს თავიდან მწერებისა და მღრღნელების მოზიდვა.
  10. იატაკი უნდა იყოს გლუვი, მაგრამ არა სრიალა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ხბოებისთვის ტკივილის ან ზიანის მიყენება მასზე დგომის ან წოლის დროს. იატაკი უნდა იყოს თანაბარი და მყარი, ხბოს ზომისა და წონის შესაბამისად. დასაწოლი ადგილი უნდა იყოს კომფორტული, სუფთა, შესაბამისი დრენაჟით და არ უნდა ჰქონდეს უარყოფითი გავლენა ხბოზე. ორ კვირაზე ნაკლები ასაკის ყველა ხბო უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შესაბამისი ქვეშსაგებით.
  11. ყველა ხბოს უნდა ჰქონდეს დანიშნული შესაბამისი საკვები რაციონი, რომელიც ადაპტირებულია მათ ასაკთან, წონასა და ქცევით და ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებთან, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის. მათი საკვები უნდა შეიცავდეს საკმარის რკინას, რათა უზრუნველყოფილი იყოს სისხლის ჰემოგლობინის საშუალო დონე, სულ მცირე, 4.5 მმოლ/ლიტრზე და ორ კვირაზე მეტი ასაკის თითოეული ხბოს ყოველდღიური მინიმალური რაციონი უნდა მოიცავდეს უჯრედანას, რომლის რაოდენობა ყოველდღიურად უნდა იზრდებოდეს 50 გრ-იდან 250 გრ-მდე რვიდან ოცი კვირის ასაკის მქონე ხბოებისთვის. ხბოებს არ უნდა ეკეთოთ ალიკაპი.
  12. ყველა ხბო უნდა იკვებებოდეს, სულ მცირე, 2-ჯერ დღეში. სადაც ხბოები განთავსებულნი არიან ჯგუფურად და არ იკვებებიან შეუზღუდავად ან ავტომატური გამოსაკვები სისტემით, ყველა ხბოს უნდა ჰქონდეს წვდომა საკვებთან ერთსა და იმავე დროს.
  13. ორ კვირაზე მეტი ასაკის ყველა ხბოს უნდა ჰქონდეს წვდომა საკმარისი რაოდენობის ახალ წყალზე ან უნდა შეეძლოს დაიკმაყოფილოს სითხის მიღებაზე მოთხოვნილება სხვა სითხეების მიღებით. თუმცა ცხელი ამინდის პირობებში ან ხბოსთვის, რომელიც არის ავად, ახალი დასალევი წყალი ყოველთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.
  14. საკვებურები და საწყურებლები ისეთი მასალისგან უნდა იყოს დამზადებული და ისე უნდა იყოს განთავსებული და მოვლილი, რომ მინიმუმამდე იქნეს შემცირებული ხბოს საკვებისა და წყლის დაბინძურება.
  15. ყველა ხბომ უნდა მიიღოს მსხვილფეხა საქონლის ხსენი დაბადებიდან რაც შეიძლება მალე, ნებისმიერ შემთხვევაში – სიცოცხლის პირველ 6 საათში”, _ წერია დადგენილებაში.

მსგავსი რეგლამენტი, რომელიც ღორების შესახებ დამტკიცდა, ასე გამოიყურება:

“ღორების დაცვის მინიმალური მოთხოვნები” (შემდგომში _ წესი) ადგენს დაცვის მინიმალურ სტანდარტებს ღორებისთვის, რომლებსაც ბაგურად ინახავენ გამოზრდისა და სუქებისთვის.

ეს წესი არ ვრცელდება სადგომზე, სადაც 4-ზე ნაკლები ნეზვია.

ამ წესის შესრულებაზე კონტროლს უზრუნველყოფს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში _ სააგენტო).

ყველა სადგომი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

_ იატაკის საერთო თავისუფალი ფართობი, რომელიც ხელმისაწვდომია თითოეული სანეზვე ბურვაკისთვის მომსახურების შემდეგ და თითოეული ნეზვისთვის, როდესაც სანეზვე ბურვაკი და/ან ნეზვი ინახება კოლტში, უნდა იყოს შესაბამისად, სულ მცირე, 1,64 კვმ და 2,25 კვმ. თუ კოლტში ეს ცხოველები ინახება ექვს ინდივიდზე ნაკლები რაოდენობის, იატაკის თავისუფალი ფართობი უნდა გაიზარდოს 10%-ით. თუ კოლტში ეს ცხოველები ინახება 40 ან 40 ინდივიდზე მეტი, იატაკის თავისუფალი ფართობი შეიძლება შემცირდეს 10%-ით.

_ იატაკის ზედაპირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) სანეზვე ბურვაკისთვის მომსახურების შემდეგ და მაკე ნეზვისთვის: ამ მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტით მოთხოვნილი ფართობის ნაწილი, რომელიც უდრის არანაკლებ 0,95 მ 2-ს თითოეული სანეზვე ბურვაკისა და არანაკლებ 1,3 მ 2-ს თითოეული ნეზვისთვის, უნდა იყოს უწყვეტი (მთლიანი) მყარი იატაკი, რომლის მაქსიმუმ 15% რეზერვირებულია სანიაღვრე ღიობებისთვის;

ბ) თუ ბეტონის ფილებიანი იატაკი გამოიყენება კოლტად შენახული ღორებისთვის:

ბ.ა) ღიობების მაქსიმალური სიგანე უნდა იყოს:

ბ.ა.ა) ძუძუთა გოჭებისთვის _ 11 მმ;

ბ.ა.ბ) მაწოვარასთვის _14 მმ;

ბ.ა.გ) გამოსაზრდელი ღორისთვის −18 მმ;

ბ.ა.დ) სანეზვე ბურვაკისთვის მომსახურების შემდეგ და ნეზვისთვის _ 20 მმ;

ბ.ბ) რიკულის/ძელის მინიმალური სიგანე უნდა იყოს:

ბ.ბ.ა) ძუძუთა გოჭისა და მაწოვარასთვის _ 50 მმ;

ბ.ბ.ბ) გამოსაზრდელი ღორისთვის, სანეზვე ბურვაკისთვის მომსახურების შემდეგ და ნეზვისთვის − 80 მმ.

_ იმ კონსტრუქციაზე ან ინსტალაციაზე, რომელშიც ნეზვი და სანეზვე ბურვაკი არიან განთავსებული, აკრძალულია მათი მიბმა.

_ ნეზვი და სანეზვე ბურვაკი უნდა ინახებოდეს კოლტად, დაწყებული ოთხი კვირის შემდეგ მომსახურებიდან მშობიარობის მოსალოდნელ დრომდე ერთი კვირით ადრე. ბაკს, სადაც კოლტი ინახება, გვერდები უნდა ჰქონდეს 2,8 მ-ზე მეტი სიგრძის. როდესაც კოლტში ინახება ექვსზე ნაკლები ინდივიდი, ბაკს, სადაც კოლტი ინახება, უნდა ჰქონდეს 2,4 მ-ზე მეტი სიგრძის გვერდები.

_ ამ მუხლის მე-4 პუნქტის გაუთვალისწინებლად, სადგომში 10-ზე ნაკლები ნეზვი და სანეზვე ბურვაკი შეიძლება ინახებოდნენ ინდივიდუალურად იმავე პუნქტში აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, იმ პირობით, რომ მათ შეუძლიათ, ადვილად შემობრუნდნენ თავიანთ ბაკში/ფართში.

_ კოლტში შენახული ნეზვისა და სანეზვე ბურვაკის კვება უნდა გახორციელდეს ისეთი სისტემის გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული ინდივიდისთვის საკმარისი საკვების მოპოვებას მაშინაც კი, როცა კონკურენციაა საკვებისთვის.

_ ყველა მშრალ მაკე ნეზვსა და სანეზვე ბურვაკს, შიმშილის დასაკმაყოფილებლად და ღეჭვის საჭიროების გათვალისწინებით, უნდა მიეცეს საკმარისი რაოდენობით ნაყარი ან ბოჭკოვანი საკვები, ასევე მაღალი ენერგეტიკული საკვები.

_ ღორები, რომლებიც უნდა ინახებოდნენ კოლტებად, განსაკუთრებით აგრესიულები, რომლებსაც თავს დაესხნენ სხვა ღორები ან არიან ავად ან დაშავებულები, შეიძლება, დროებით ინახებოდნენ ინდივიდუალურ ბაკში. ამ შემთხვევაში გამოყენებული ინდივიდუალური ბაკი საშუალებას უნდა აძლევდეს ცხოველს, ადვილად შემობრუნდეს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კონკრეტულ ვეტერინარულ რჩევას.

_ ნეზვისა და სანეზვე ბურვაკისთვის საბელის გამოყენება აკრძალულია.

_ შენობის იმ ნაწილში, სადაც ღორები ინახებიან, თავიდან უნდა იქნეს აცილებული უწყვეტი ხმაურის დონე 86 დბ-მდე. თავიდან უნდა იქნეს აცილებული მუდმივი ან მოულოდნელი ხმაური;

_ ღორები უნდა ინახებოდნენ შუქზე არანაკლებ 40 ლუქსის ინტენსივობით, დღეში, სულ მცირე, რვა საათი;

_ ღორების შესანახი უნდა იყოს აშენებული ისე, რომ ცხოველებს ჰქონდეთ:

გ.ა) ფიზიკური წვდომა დასაწოლზე და იყვნენ თერმულად კომფორტულად, ასევე ადეკვატურად დრენირებულ და სუფთა ადგილზე, რაც საშუალებას აძლევს ყველა ცხოველს, დაწვნენ ერთდროულად;

გ.ბ) დასვენებისა და ნორმალურად ადგომის საშუალება;

გ.გ) სხვა ღორების დანახვის საშუალება; თუმცა, მოსალოდნელ მშობიარობის დრომდე ერთი კვირით ადრე და მშობიარობის დროს, ნეზვი და სანეზვე ბურვაკი შეიძლება, მოცილდნენ კონსპეციფიკურ (იმავე სახეობას მიკუთვნებულ) ორგანიზმთა მხედველობის არეს;

_ ღორებს უნდა ჰქონდეთ მუდმივი წვდომა საკმარისი რაოდენობის მასალაზე (როგორიცაა: ჩალა, თივა, ხე, ნახერხი, სოკოს კომპოსტი, ტორფი ან მათი ნაზავი, რომელიც არ აყენებს ზიანს ცხოველთა ჯანმრთელობას), რათა უზრუნველყოფილ იქნეს სათანადო ძიებისა და მანიპულაციებთან დაკავშირებული აქტივობები;

ე) იატაკი უნდა იყოს გლუვი, მაგრამ არა მოლიპული, რათა თავიდან იქნეს აცილებული ღორების დაზიანება და დაგეგმარებული, აშენებული და შენახული/მოვლილი ისე, რომ არ გამოიწვიოს ღორების დაზიანება ან ტანჯვა. იატაკი უნდა შეესაბამებოდეს ღორების ზომასა და წონას და თუ ქვეშსაგები არ არის, უნდა იყოს მყარი, თანაბარი და ურყევი ზედაპირი;

ვ) ყველა ღორი უნდა იკვებებოდეს დღეში ერთხელ მაინც. სადაც ღორები იკვებებიან კოლტად და არა შეუზღუდავად ან ავტომატური სისტემით, რომელიც ცხოველებს ინდივიდუალურად კვებავს, თითოეულ ღორს უნდა ჰქონდეს წვდომა საკვებზე ერთდროულად, როგორც კოლტის დანარჩენ ღორებს;

ზ) ორ კვირაზე მეტი ასაკის ყველა ღორს უნდა ჰქონდეს მუდმივი წვდომა საკმარისი რაოდენობის მტკნარ წყალზე;

თ) ყველა პროცედურა, რომელიც მიზნად ისახავს ჩარევას (რომელიც გახორციელდება თერაპიული ან დიაგნოსტიკური მიზნების გარდა ან ღორების იდენტიფიკაციისთვის შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით) და იწვევს სხეულის მგრძნობიარე ნაწილის დაზიანებას ან დაკარგვას ან ძვლის სტრუქტურის შეცვლას, აკრძალულია, გარდა შემდეგი პროცედურებისა:

თ.ა) ძუძუთა გოჭის კუთხოვანა კბილების ერთგვაროვანი შემცირება ზედაპირის მოხერხვით/გაპრიალებით ან მოჭრით არაუგვიანეს მისი სიცოცხლის მეშვიდე დღისა, იმ პირობით, რომ მას დარჩება კბილი დაუზიანებელი (ჯანმრთელი) გლუვი ზედაპირით; კერატი მწარმოებლის ეშვი, საჭიროებისას, შეიძლება, შემცირდეს სიგრძეში, სხვა ცხოველების დაზიანებების თავიდან ასაცილებლად ან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზების გამო;

თ.ბ) კუდის მთლიანი ან ნაწილობრივი მოშორება;

თ.გ) მამრი ღორის კასტრაცია ქსოვილების მოწყვეტის გარდა სხვა საშუალებებით;

თ.დ) ცხვირის ზარის ტარება მხოლოდ მაშინ, როდესაც ცხოველები ინახებიან მეღორეობის გარე შენახვის სისტემაში და შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან.

  1. დაუშვებელია კუდის ფიქსაციისა და კუთხოვანა კბილების შემცირების რუტინული გახორციელება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს მტკიცებულება, რომ დაზიანებები აქვს ნეზვის ძუძუს ან სხვა ღორის ყურებს ან კუდს. ამ პროცედურების ჩატარებამდე უნდა იქნეს მიღებული სხვა ზომები კუდის დაკბენისა და სხვა მანკიერებების თავიდან ასაცილებლად, გარემოსა და კოლტის სიმჭიდროვის გათვალისწინებით. ამ მიზეზით უნდა შეიცვალოს არაადეკვატური გარემო პირობები ან მართვის სისტემები.
  2. ამ ნაწილის პირველ და მე-2 პუნქტებში აღწერილი ნებისმიერი პროცედურა უნდა გახორციელდეს მხოლოდ ვეტერინარის ან იმ პირის მიერ, რომელიც კომპეტენტურია ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად და გამოცდილია/ფლობს შესაბამის ტექნიკას შესაბამისი საშუალებების გამოყენებით და იცავს ჰიგიენურ პირობებს. თუ კუდის დამაგრება ან კასტრაცია ხდება სიცოცხლის მეშვიდე დღის შემდეგ, ის უნდა ჩატარდეს მხოლოდ ანესთეზიით და დამატებითი ხანგრძლივი ანალგეზიით ვეტერინარის მიერ.

_ კერატი მწარმოებელი:

ა) კერატი მწარმოებლის ბაკი უნდა იყოს განთავსებული და აგებული ისე, რომ ღორს შეეძლოს შემობრუნება და ესმოდეს, ყნოსავდეს (გრძნობდეს სუნს) და ხედავდეს სხვა ღორებს. ზრდასრული კერატი მწარმოებლისთვის ხელმისაწვდომი თავისუფალი ფართობი უნდა იყოს, სულ მცირე, 6 კვმ;

ბ) ბაკის, რომელიც ასევე გამოიყენება ბუნებრივი მომსახურებისთვის ზრდასრული კერატი მწარმოებლისთვის, ხელმისაწვდომი იატაკის ფართობი უნდა იყოს არანაკლებ 10 კვმ-სა და ბაკი თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი დაბრკოლებისგან.

_ ნეზვი და სანეზვე ბურვაკი:

ა) მიღებულ უნდა იქნეს ზომები კოლტში აგრესიის შესამცირებლად;

ბ) მაკე ნეზვი და სანეზვე ბურვაკი, საჭიროების შემთხვევაში, უნდა დამუშავდნენ გარე და შიდა პარაზიტების წინააღმდეგ. თუ ისინი მოთავსებული არიან მშობიარობისთვის განკუთვნილ სათავსში, მაკე ნეზვი და სანეზვე ბურვაკი კარგად უნდა გასუფთავდნენ;

გ) მშობიარობის მოსალოდნელ დრომდე ერთი კვირით ადრე ნეზვსა და სანეზვე ბურვაკს უნდა მიეცეთ სათანადო საკმარისი რაოდენობის მასალა ბუდისთვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ტექნიკურად არ არის შესაძლებელი ნაკელის/წუნწუხის გამწმენდი გამოყენებული სისტემის გამო;

დ) ნეზვის ან სანეზვე ბურვაკის უკან ხელმისაწვდომი უნდა იყოს თავისუფალი ადგილი/სივრცე ბუნებრივი ან გართულებული მშობიარობის შესამსუბუქებლად;

ე) მშობიარობისთვის განკუთვნილ ბაკში, სადაც ნეზვს ინახავენ, თავისუფლად უნდა იყოს ძუძუთა გოჭების დაცვისთვის გარკვეული საშუალებები, როგორიც არის მოაჯირი/ღობე.

  1. ძუძუთა გოჭები:

ა) მთლიანი იატაკის ნაწილი, რომელიც საკმარისია იმისთვის, რომ ცხოველებმა ერთდროულად დაისვენონ, უნდა იყოს მყარი ან დაფარული ქვეშსაგებით ან დაფარული უნდა იყოს ჩალით ან სხვა შესაფერისი მასალით;

ბ) მშობიარობისთვის სადაც გამოიყენება გალია, ძუძუთა გოჭებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი ადგილი იმისთვის, რომ შეძლონ ძუძუთი კვება უპრობლემოდ;

გ) დაუშვებელია 28 დღეზე ნაკლები ასაკის გოჭების ძუძუდან ასხლეტა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეიძლება, ადგილი ჰქონდეს უარყოფით ზემოქმედებას დედის ან ძუძუთა გოჭის კეთილდღეობაზე ან ჯანმრთელობაზე, თუმცა, დასაშვებია შვიდი დღით ადრე გოჭების ძუძუდან ასხლეტა, თუ ისინი გადაყვანილნი იქნებიან სპეციალიზებულ საცხოვრებლებში, რომლებიც დაიცალა და კარგად დასუფთავდა და ჩაუტარდა დეზინფექცია ახალი კოლტის შეყვანამდე და რომლებიც განცალკევებულია იმ სათავსებიდან, სადაც ნეზვები ინახებიან, რათა მინიმუმამდე იქნეს შემცირებული დაავადებების გადაცემა ძუძუთა გოჭებზე.

  1. მაწოვარა და გამოსაზრდელი ღორი:

ა) როდესაც ღორები კოლტად ინახებიან, მიღებულ უნდა იქნეს ზომები ჩხუბის, რომელიც სცილდება ნორმალურ ქცევას, თავიდან ასაცილებლად;

ბ) ისინი უნდა ინახებოდნენ კოლტებად, რაც შეიძლება ნაკლები შერევით. თუ ღორები, რომლებიც ერთმანეთს არ ცნობენ, უნდა იყვნენ შერეული, ეს უნდა გაკეთდეს რაც შეიძლება ახალგაზრდა ასაკში, სასურველია წოვებამდე ან წოვებიდან ერთი კვირის შემდეგ. როდესაც ღორები შერეული არიან, მათ უნდა ჰქონდეთ ადეკვატური შესაძლებლობები გაქცევისა და სხვა ღორებისგან დამალვისთვის;

გ) როდესაც სასტიკი ბრძოლის ნიშნები შეინიშნება, მიზეზები დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გამოკვლეული და შესაბამისი ზომები უნდა იქნეს მიღებული გამოკვლევისთვის, როგორიცაა, ცხოველებისთვის უხვი ჩალის მიწოდება, თუ ეს შესაძლებელია ან სხვა მასალების. რისკის ქვეშ მყოფი ან განსაკუთრებით აგრესიული ცხოველები უნდა ინახებოდნენ კოლტისგან განცალკევებით;

დ) შერევის გასაადვილებლად დამამშვიდებლის/ტრანქვილიზატორების გამოყენება უნდა მოხდეს განსაკუთრებულ პირობებში და მხოლოდ ვეტერინართან კონსულტაციის შემდეგ.

რას ისახავს მიზნად აღნიშნული რეგლამენტების მიღება, ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსს, თენგიზ კალანდაძეს ვესაუბრეთ.

კალანდაძის თქმით, აღნიშნული რეგულაციების მიზანია ჯანსაღი პროდუქტის მიღება:

“ყველა მოქმედება არის მიმართული იქითკენ, რომ ჩვენი მოსახლეობა იღებდეს ჯანსაღ სურსათს. წლიდან წლამდე კონტროლი ძლიერდება წინა ხელისუფლების პერიოდში სახელმწიფო კონტროლი სრულიად მოშლილი იყო და გახსოვთ, ალბათ, რომ მივირთმევდით პროდუქტებს, რომელიც ეტიკეტირებულიც კი არ იყო. მაგალითად, რძის პროდუქტები. ასეთი რეგულაციები, რომელსაც წლიდან წლამდე ვიღებთ, არის განსაზღვრული მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობა ბავშვები, დიდები, მოხუცები, სპეციალური ჯგუფის პაციენტები, რომელსაც სპეციალური დანიშნულება აქვს კვების კუთხით, იკვებებოდეს ჯანსაღი სურსათით. ამისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტო დიდ სამუშაოებს ეწევა. პირველ რიგში, როდესაც ჩვენ ვიღებთ ამ დადგენილებებს, შემდეგ ამის კონტროლის გახორციელებისთვის იხარჯება დიდი თანხები, ლაბორატორიული კვლევების კუთხით, რომ ჩვენი მოსახლეობა უზრუნველყოთ უსაფრთხო კვებით”, _ ამბობს კალანდაძე.

_ რა გავლენა ექნება ამ რეგლამენტს ჩვეულებრივ გლეხზე?

_ ჩვენ ვზრუნავთ ჩვეულებრივ გლეხზეც. ისიც არის ჩვენი მომხმარებელი რომელიც იკვებება ჩვენი პროდუქტებით. ასე რომ, ეს გლეხისთვისაც მნიშვნელოვანია. რაც შეეხება მოთხოვნებს, ეს არ ეხება ისეთ მცირე ფერმას, სადაც ექვს სულამდე ნაკლები ხბოა.

ეს რეგულაცია 2028 წელს ამოქმედდება და მანამდე გარკვეული ღონისძიებები იქნება ჩატარებული ჩვენი ფერმერებისთვის.

წლიდან წლამდე გავაგრძელებთ საინფორმაციო კამპანიას. სურსათის უსაფრთხოების სააგენტო, რომელიც ჩვენ დაქვემდებარებაშია, ახორციელებს ვაქცინაციას, რომ ჯანმრთელი ცხოველი გვყავდეს. ასევე, გვაქვს სხვადასხვა სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამები, რომლითაც სარგებლობენ ჩვენი ფერმერები და მათ შეუძლიათ თანადაფინანსებით და გრანტებით ისარგებლონ, რაც ნიშნავს, რომ გააუმჯობესონ პირობები თავიანთ ფერმებში და მივიღოთ კარგი, ჰიგიენური, ჯანსაღი ფერმები სადაც გაიზრდება ჯანსაღი პირუტყვი და მივიღებთ ჯანსაღ სურსათს.

_ დაინტერესება როგორია ვაქცინაციის მიმართ?

_ ვაქცინაციას რაც შეეხება, ის ჩვენი მხრიდან უფასოდ კეთდება ფერმერებისთვის. რაც შეეხება ისეთ დაავადებებს, რაც სწრაფ გავრცელებას არ ექვემდებარება და არ არის საშიში, ასეთ შემთხვევაში ფერმერმა თავად უნდა უმკურნალოს პირუტყვს.

_ კიდევ თუ იგეგმება რაიმე სახის რეგლამენტის დამტკიცება?

_ ჩვენ 2014 წელს გავაფორმეთ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, 2027 წელს უნდა დამთავრდეს საკანონმდებლო დაახლოება და დღესდღეობით დაწერილია 150-ამდე სხვადასხვა რეგულაცია სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით, რაც იმის წინა პირობაა, რომ ჩვენ ამ პროდუქტებთან და ამ სექტორთან მიმართებაში ავწიოთ მაქსიმალურად სტანდარტები, რომ ჩვენი მოსახლეობა უზრუნველყოთ შედარებით მაღალი ხარისხის პროდუქტით.

ამ რეგულაციების გეგმა წინასწარ არის შეთანხმებული ევროკავშირთან.

რომელ ცხოველის შესახებ შეიძლება მივიღოთ შემდეგი რეგულაცია, ამის თქმა ძნელია, მაგრამ მაგალითად შეიძლება დავწეროთ ქათმის ფერმების მოწყობის სტანდარტები.

ასევე, განსაზღვრულია რეგულაციებია სურსათის უვნებლობის კუთხით.

აქ საუბარია არა მარტო ცალკეული ცხოველების სადგომის მოწყობაზე, არამედ კვების რაციონის შემუშავებაზე, რეგისტრაციაზე, დაავადებების კვლევაზე.

სურსათის უვნებლობის კუთხით გამოვეცით ეტიკეტირების წესი, ფიტოსანიტარიის კუთხით გვაქვს წესი, როგორ უნდა გავახორციელოთ სხვადასხვა რეგულაციები მათი დაცვის კუთხით.

რუსა ოქრუაშვილი

ავტორი

გაზიარება2Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

შეეძლებათ თუ არა საქართველოს ფარგლებს გარეთ 6 თვეზე მეტი ვადით მყოფ მოქალაქეებს საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობა

13:40; 9 იანვარი, 2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

13:29; 9 იანვარი, 2026
საზოგადოება

„მიუხედავად არაერთი დაპირებისა, პრობლემა დღემდე მოუგვარებელია“

13:07; 9 იანვარი, 2026
საზოგადოება

რთული მეტეოროლოგიური პირობები- სად არის შეზღუდული მოძრაობა

09:44; 9 იანვარი, 2026
საზოგადოება

გიგა ავალიანის დედა შიმშილობის დაწყებას აპირებს

20:28; 8 იანვარი, 2026

როგორ უნდა მოვიქცეთ სახლში მორიელების აღმოჩენისას

"გუთურს ეღირსება წყალი?" _ "კარგი შეხვედრები" და მარადიული პრობლემებით შეწუხებული მოსახლეობა

ყველა სიახლე

სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

15:39; 9.01.2026
მსოფლიო

ჰამენეი: „ტრამპმა რიმ იცოდეს, როგორ მართოს ქვეყანა, საკუთარ ქვეყანას მართავდა“

14:42; 9.01.2026
მსოფლიო

ნაგავსაყრელის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

14:18; 9.01.2026
საზოგადოება

შეეძლებათ თუ არა საქართველოს ფარგლებს გარეთ 6 თვეზე მეტი ვადით მყოფ მოქალაქეებს საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობა

13:40; 9.01.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

13:29; 9.01.2026
საზოგადოება

„მიუხედავად არაერთი დაპირებისა, პრობლემა დღემდე მოუგვარებელია“

13:07; 9.01.2026
ფინანსები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი

12:51; 9.01.2026
პოლიტიკა

“ახალგაზრდა ადვოკატები”: ბიზნესმენ არსენ კუტალაძის საქმეზე, დამნაშავე პირების გამოვლენა და პასუხისგებაში მიცემა საგამოძიებო ორგანოსგან ხელოვნურად გაჭიანურებულია

11:47; 9.01.2026
სამართალი

პოლიციამ ჯგუფური ძარცვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა- დაკავებულია ორი პირი

11:06; 9.01.2026
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო – დაკავებულია 5 პირი

11:03; 9.01.2026
Some of the 4000 Santa's that took part in the Variety Santa Run cross the finish line at The Sydney Opera House, today.
ზაფრანი

“სანტა კლაუს კროსი”

10:48; 9.01.2026
ზაფრანი

ცუდი მოგონებები დაანაკუწე!

10:39; 9.01.2026
ზაფრანი

საახალწლო „სტუმართმოყვარეობა“

10:30; 9.01.2026
სამართალი

“მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა”

10:13; 9.01.2026
საზოგადოება

რთული მეტეოროლოგიური პირობები- სად არის შეზღუდული მოძრაობა

9:44; 9.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო