სიცივე, შიმშილი, წყურვილი ვერ იქნება ისეთი მომაკვდინებელი, როგორიც რუსეთთან “ძმობა” – ამის შესახებ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში.
,,უკუნ სიბნელეშიც კი უკრაინა და ცივილიზებული სამყარო ხედავენ ამ ტერორისტულ აქტებს, რომელიც რუსეთმა დღეს უკრაინის თბოელექტროსადგურებზე მიიტანა.
მიზანმიმართული და ცინიკური სარაკეტო დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. არც ერთი სამხედრო ობიექტი. გამორთული ხარკოვისა და დონეცკის ოლქები. ზაპოროჟიეში, დნეპროპეტროვსკასა და სუმიში მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია ამ წუთებამდე არ მიეწოდება.
კიდევ ფიქრობთ, რომ ჩვენ ერთი ხალხი ვართ კიდევ გჯერათ, რომ დაგვაშინებთ, გაგვტეხთ, დაგვარწმუნებთ დათმობაზე. მართლა ვერაფერს მიხვდით ვერ მიხვდით, ვინ ვართ, რისთვის ვართ, რაზე ვსაუბრობთ.
კარგად წაიკითხეთ ტუჩების მოძრაობით.
გაზის გარეშე, თუ თქვენ გარეშე? თქვენ გარეშე.
სინათლის გარეშე, თუ თქვენ გარეშე? თქვენ გარეშე.
წყლისა და საკვების გარეშე, თუ თქვენ გარეშე ?თქვენ გარეშე.
სიცივე, შიმშილი, სიბნელე და წყურვილი – ჩვენთვის არაა ისეთი საშინელი და მომაკვდინებელი, როგორიც თქვენთან მეგობრობა და ძმობა.
მაგრამ ისტორია ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. ჩვენ გვექნება გაზი, სინათლე, წყალი და საკვები და რაც მთავარია, ჩვენ ვიქნებით – თქვენ გარეშე.“ – თქვა ზელენსკიმ.
ავტორი