ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია იმ ახალგაზრდებს შეხვდნენ, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და 100%-იანი გრანტის მფლობელები გახდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა სტუდენტებს წარმატება მიულოცეს და სიგელებთან ერთად 3 000 – 3 000 ლარი, ხოლო მათ აღმზრდელ საჯარო სკოლებს 1000 – 1000 ლარი გადასცეს.
“მოხარული ვარ, რომ სტუდენტების წახალისების მუნიციპალური პროგრამით – დღეს, 7 ოზურგეთელი პირველკურსელი და მათი აღმზრდელი საჯარო სკოლა, საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად დავაჯილდოვეთ. ახალგაზრდებთან თანამშრომლობა და მათი მხარდაჭერა ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა. წარმატებები ახალ თაობას,”– განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.