არსებობს მსოფლიოში ადგილები, სადაც ექსტრემის მოყვარულთა ყველაზე ავანტურისტ ტურისტსაც კი არ ვურჩევდით მოგზაურობას. ეს ადგილები ძალიან საშიშად არის მიჩნეული.
პირველი ადგილი: ბირმის ნაპირების სიახლოვეს მდებარეობს კუნძული პამრი. პლანეტაზე ყველაზე საშიში ადგილია. აქ ყველგან ჭაობებია და თანაც, შენიღბული. ეს ჭაობები კაციჭამია ნიანგებითაა სავსე…
მე-2 ადგილი: „სიკვდილის გზა“ – ბოლივიაში. აქ ყოველწლიურად 200-300 ადაიმანი მაინც კვდება. ძალიან ვიწრო გზაზე ერთი მანქანისთვისაც კი არ არის ადგილი. 1930 წელს, როცა ეს გზა გააკეთეს, ვარაუდობდნენ, რომ სილამაზე, ტერასა ტურისტებს მიიზიდავდა. ასეც არის, მაგრამ ძალიან საშიშია – ან გაივლი მას, ან გადაიჩეხები.
მე-3 ადგილი: ამერიკის შეერთებული შტატები, ლუიზიანას შტატი, მანჩაკის ჭაობი. ის 1915 წელს საშინელი ქარიშხლის შემდეგ წარმოიქმნა. ბევრს სჯერა, რომ მის გაჩენაში ვუდუს ჯადოქრების ხელი ურევია. ჭაობის გარშემო კოშმარული ხმები ისმის. ისეთი, რომ ძარღვებში სისხლი გაგეყინება.
მე-4 ადგილი: ეთიოპიის ჩრდილოეთით, უდაბნო დანაკილი – არანორმალურად საშიშია. ეს არის „ჯოჯოხეთი დედამიწაზე“. ორმოცდაათგრადუსიანი სიცხე, თითქმის გამდნარი ქვები ფეხქვეშ, გავარვარებული ქვიშით სავსე ორმოები…
მე-5 ადგილი: თურქმენეთში არის უზარმაზარი, გიგანტური გაზის კრატერი. ადგილობრივები მას „ჯოჯოხეთის კარიბჭეს“ უწოდებენ. კრატერი ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის მავნე გაზს გამოყოფს. გეოლოგებმა სცადეს, მისთვის ცეცხლი წაეკიდებინეთ და ამ გზით გაენეიტრალებინათ, მაგრამ შეცდომა დაუშვეს. რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. კრატერი კი დღემდე ბოლავს…
ავტორი