,,რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მხოლოდ იმ შემთხვევაში დათმობს თავის იმპერიულ ამბიციებს, თუ გაიაზრებს, რომ რუსეთი ომს ვერ მოიგებს,“ – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გერმანიის კანცლერის თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრით დაბრუნებული იმპერიალიზმი კატასტროფა არამხოლოდ ევროპისთვის, არამედ გლობალური, წესებზე დაფუძნებული სამშვიდობო წესრიგისთვისაა.
შოლცმა გაეროს მოუწოდა, დაიცვას მსოფლიო იმ ძალებისგან, რომლებიც მიიჩნევენ, რომ “სუსტები ძლიერებმა უნდა მართონ“.
“სწორედ ამიტომ, ჩვენ არ მივიღებთ რუსეთის ნაკარნახევ მშვიდობას და ამიტომ, უკრაინამ ბრძოლის ველზე რუსეთის ჯარების მოგერიება უნდა შეძლოს.
“ჩემი შეკითხვა შემდეგია: უმწეო მზერით ვუყურებთ რუსეთს, რომელსაც სურს, რომ დაგვაბრუნოს ისეთ ეპოქაში, სადაც ომი პოლიტიკური ნების მიღწევის საშუალებაა, ხოლო კეთილდღეობა და ადამიანის უფლებები საზოგადოების მხოლოდ პრივილეგირებული ფენისთვის არსებობს? თუ ერთად უზრუნველყოფთ იმ რეალობის შექმნასა და დაცვას, სადაც 21-ე საუკუნეში მსოფლიო მრავალპოლუსიან სამყაროდ დარჩება? ჩემი პასუხია, რომ ჩვენ ეს უნდა მოვახერხოთ“, – თქვა შოლცმა.
ავტორი