რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია დააანონსეს – ამის შესახებ RBC-Ukraine რუსული სამოქალაქო მოძრაობა „ვესნა“ Twitter–ის პოსტებზე დაყრდნობით წერს.
აქტივისტები რუსებს ქვეყნის ყველა ქალაქში პროტესტისკენ მოუწოდებენ. აქციის დაწყება დღეს, 21 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 19:00 საათზე.
“ვლადიმერ პუტინმა ახლახან გამოაცხადა ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთში. ეს ნიშნავს, რომ ათასობით რუს კაცს – ჩვენი მამებს, ძმებს და ქმრებს – ომის ხორცსაკეპ მანქანაში ჩააგდებენ. რისთვის დაიღუპებიან ისინი? დედები და ბავშვები რისთვის დაღვრიან ცრემლებს“- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით რუსეთის პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა და რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.
ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, უკრაინის ომში კიდევ 300 000 რეზერვისტის გაგზავნა სურთ.
ავტორი