ოზურგეთში კოვიდინფიცირების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოზურგეთში დაფიქსირებულია ინფიცირების 23940 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 23737 პაციენტი, გარდაცვლილია 96.
ამ დროისთვის კი ოზურგეთში აქტიურია კოვიდინფიცირების 107 შემთხვევა. ინფიცირებულებიდან 15 სტაციონარში, 92 პაციენტი კი ბინაზეა.