საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უპასუხა დეპუტატ ალეკო ელისაშვილის შეკითხვას, რა დროსაც აღნიშნა, რომ არ იცის, ვინ არის ის უგუნური, ვინც ახალი სპორტის სასახლე სასაფლაოსთან დაგეგმა.
„ბატონო ალეკო, არ ვიცი კონკრეტული გვარი და სახელი, ვინ გადაწყვიტა, რომ ის იქ აშენებულიყო. შემიძლია გავიგო, მაგრამ არ მგონია, დიდად საინტერესო იყოს. ეს იყო გახარიას პრემიერობის დროს. მგონი, დღეს ის ოპოზიციასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ჩემთან და ჰკითხეთ, რატომ ააშენა სასაფლაოში ახალი სპორტის სასახლე. გეთანხმებით, რომ ეს, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია. როდესაც ერთ-ერთი მატჩის დროს წამოვედი, გამოვიარე სასაფლაო. როგორც წესი ტელეფონში მაქვს ხოლმე თავი ჩარგული, ვმუშაობ, ავწიე თავი და ვხედავ, რომ ბაბუაჩემის საფლავთან ვარ. გადმოვედი შუაღამისას, გავაოცე დაცვაც, მძღოლიც. ტრაგიკომედიაა. ეს ასეა, მოცემულობაა. თუ იმის ინსინუაცია გინდათ, მინისტრად რომ დაინიშნე, სხვაგან რატომ არ გადაიტანე სხვაგან, არასწორი შეკითხვაა და უტოპიაა. რაცაა იმას უნდა გავუღიმოთ, რადგან ეს მართლა არის საამაყო ინფრასტრუქტურა. უხერხულობა გასაგებია, მაგრამ დიდიც არაფერი შავდება. შავდება მხოლოდ ის, რომ პარკინგი გვაქვს მოსაწყობი. ამაზე თავიდან არავინ იფიქრა. მაგრამ, მიცვალებულები და ცოცხლები რომ ერთად ვართ, უხერხულობას ამაში ვხედავ, მაგრამ აქედან შევქმნა სადეპუტატო კითხვა, ამას ვერ ვიზიარებ. მითუმეტეს იმ საფლავზე მისვლა შუაღამეს ძალიან გამიხარდა“, – განაცხა თეა წულუკიანმა.