„ბატონო ბექა 15 წუთი ძალიან ყურადღებით გისმენდით, რომ რამე კონკრეტული პრობლემა იქნებ გეთქვათ, კიდევ ერთხელ დავფიქრებულიყავი და მერე უფრო დეტალურად მეპასუხა. მაგრამ სამწუხაროდ ვერაფერი მოვისმინე, გარდა იმ სასიხარულო ფაქტისა, რომ თურმე თქვენი იდეა ყოფილა საზოგადოებრივი სამუშოების პროექტის განხორციელება, თავის დროზე, მაგრამ არასაკმარისი ბიუჯეტის გამო ეს ვერ განხორციელდა, დღეს საბედნიეროდ გვაქვს ბიუჯეტში საკმარისი შემოსავლები, საიდანაც შეგვიძლია ეს პროექტი ეფექტიანად ვამუშაოთ“, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პარტია “საქართველოსთვის” წევრ ბექა ლილუაშვილს.
დეპუტატმა ის კითხვები წარადგინა, რომლითაც ინტერპელაციის წესით ჯანდაცვის მინისტრს მიმართეს.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბურ პროგრამასთან დაკავშირებით კითხვებს პასუხობს.