რუსული მედია SOTA წერს, რომ “მობილიზაციას” გაქცეული რუსები სკუტერებს ქირაობენ საქართველოს საზღვარზე გადმოსასვლელად, რადგან მანქანით ძალიან დიდ საცობში უწევთ დგომა.
მედია წერს, რომ მანქანით საცობების გამო მგზავრობა 8 საათზე მეტ ხანს გრძელდება.
Guardian-ის მოსკოვის კორესპონდენტი წერს, რომ მსგავსი სქემა მოქმედებდა რუსეთიდან ნორვეგიაში გადასვლის დროსაც, როცა ისინი ველოსიპედს იყენებდნენ.