უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება twitter – ზე წერს, რომ მიუღებელია პუტინის და ლავროვის განცხადებები ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებაზე.
კულება ბირთვულ სახელმწიფოებს მოუწოდებს მკაფიო განცხადებებისკენ.
“პუტინის და ლავროვის განცხადებები ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებაზე აბსოლუტურად მიუღებელია. უკრაინა არ დათმობს. მოვუწოდებთ ყველა ბირთვულ სახელმწიფოს ხმა ამოიღონ და ნათლად დაანახონ რუსეთს, რომ მსგავსი რიტორიკა მსოფლიოს რისკის ქვეშ აყენებს და ამას მსოფლიო არ მოითმენს“, – წერს კულება.
შეგახსენებთ, რომ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივ მობილიზაცია გამოაცხადა. მან შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა. რომლის შემდგომ პუტინმა კიდევ ერთხელ დაიმუქრა და თქვა, რომ მის ქვეყანას აქვს ბირთვული იარაღი და საფრთხის შემთხვევაში, “ხალხის დასაცავად“, ყველა საშუალებას გამოიყენებს.
ავტორი