რუსეთის მხრიდან ზემო ლარსის საგუშაგოსთან რუსი სამხედროები გამოჩნდნენ. – ამის შესახებ ინფორმაციას NEXTA ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, სამხედროები ბლოგ–პოსტის მოწყობას აპირებენ.
NEXTA წერს, რომ ინფორმაცია, ფოტოები და ვიდეოები სოციალურ ქსელებში ვრცელდება.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ფოტოებში ჩანს, რომ სამხედროები საზღვართან ჯავშანტრანსპორტით მივიდნენ, ისინი შეიარაღებულები არიან.
NEXTA წერს, რომ FSB ადასტურებს, რომ ჯავშანტრანსპორტიორი სამხედროებთან ერთად ზემო ლარსის საგუშაგოზე ჩავიდა.
ცნობისთვის, ლარსის გამშვებ პუნქტზე კილომეტრიანი რიგებია, რუსები მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საქართველოში შემოსვლას ცდილობენ.
ავტორი