მოსკოვში ანტისაომარი განწყობებით ცნობილი აქტივისტი და პოეტი – მოსკოვში 31 წლის არტიომ კამარდინი დააკავეს, აწამეს და გააუპატიურეს. ამის შესახებ რუსულენოვანი გამოცემა Настоящее Время წერს.
26 სექტემბერს გრომის სპეცრაზმი ავტომატებით ხელში შეიჭრა ბინაში, რომელშიც კამარდინი, მისი მეგობარი გოგონა, კიდობნის ადმინისტრატორი, ალექსანდრა პოპოვა და აქტივისტი, ალექსანდრე მენიუკოვი იმყოფებოდნენ. დაკავების კადრები ტელეკომპანია 112-მა გამოაქვეყნა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩხრეკის დროს აქტივისტი იძულებული გახდა კამერის წინ ბოდიში მოეხადა მისი სიტყვების გამო: “დიდება კიევის რუსეთს, ნოვოროსია – წოვე“, რომელიც მან 25 სექტემბერს ტრიუმფალნაიას მოედანზე მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციაზე თქვა.
მოგვიანებით, რუსეთის პროსახელისუფლებო ტელეგრამ–არხზე გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც კამარდინი ერთ–ერთ აქციაზე ნათქვამი უკრაინის მხარდამჭერი სიტყვებისთვის ბოდიშს იხდის. ამჟამად კამარდინი საავადმყოფოში იმყოფება. მასსა და კიდევ ორ აქტივისტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სიძულვილის გაღვივების მუხლით.
ავტორი