ოზურგეთის ორ საბავშვო ბაღში კოვიდინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა.
როგორც ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, ორ ბაღში დაფიქსირდა კოვიდის შემთხვევა აღმზრდელებს შორის. დღევანდელი რეგულაციებით ინფიცირებულები იმყოფებიან იზოლაციაში ბინაზე, ხოლო აღნიშნული ბაღების პერსონალისა და აღსაზრდელების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სამედიცინო პერსონალი ახორციელებს მონიტორინგს.
ინფორმაციისთვის, ინფიცირების შემთხვევები ოზურგეთის მესამე და მეცხრე ბაღებში გამოვლინდა.
კოვიდინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირები პირადი დაცვის საშუალებებით ცხადდებიან სამსახურში.