რუსეთი განსაკუთრებით დიდი ოდენობის კალიუმის იოდიდს ყიდულობს, აბების შესასყიდად 5 მლნ რუბლია გამოყოფილი.
პრეპარატი ხელს უშლის რადიოაქტიური იოდის შეწოვას ორგანიზმში და ადამიანს იცავს რადიაციული დაზიანებებისგან.
მანამდე კი ცნობილი გახდა დიმიტრი მედვედევის მუქარა ბირთვულ იერიშზე – უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დასძენს, რომ ეს ბლეფი არ არის.
“ბაიდენი და ტრასი, ასევე ბლინკინები და სალივანები რუსეთს სთხოვენ, “ბირთვულ ღილაკს” ხელები მოაშოროს. ისინი ერთად მუდმივად გვემუქრებიან “საშინელი” შედეგებით – თუ რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს და ლონდონელი დეიდა, ახალგაზრდა ჭკუით, სრულიად მზად არის დაუყოვნებლივ დაიწყოს საპასუხო ბირთვული დარტყმები ჩვენს ქვეყანასთან. კიდევ ერთხელ უნდა შეგახსენოთ, ყრუ-მუნჯებისთვის, ვისაც მხოლოდ საკუთარი თავის ესმის – რუსეთს უფლება აქვს გამოიყენოს ბირთვული იარაღი საჭიროების შემთხვევაში. თუკი ჩვენ ან ჩვენს მოკავშირეებს თავს დაესხმებიან ამ ტიპის იარაღის გამოყენებით, ან თუ ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით აგრესია საფრთხეს უქმნის ჩვენი სახელმწიფოს არსებობას,” – აცხადებს მედვედევი.
წყარო: რუსთავი2