მიხეილ სააკაშვილი ბელარუსის პრეზიდენტს მიმართავს. მესამე პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკოს აფხაზეთში “ვიზიტს” ეხმაურება და წერს:
“ჩემი მიმართვა ლუკაშენკოს
ახლა კიდევ გაქვთ შანსი გამოხვიდეთ სიტუაციიდან. თუ აფხაზეთს აღიარებ და მით უმეტეს, თუ შენი ტერიტორიიდან უკრაინაში ახალი შეჭრის მცდელობა იქნება – მაშინ შენ, როგორც ჭკვიანმა კაცმა უნდა გაიგო, რომ ეს დასასრულია! ნიკოლაშკას სურათები ვნახე უბრალოდ სიმპათიურია. იფიქრე იმაზე, რომ მას ჯანმრთელი და თავისუფალი მამა სჭირდება!” _ ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.
ლუკაშენკო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში გუშინ, 28 სექტემბერს ჩავიდა და ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა.