ირანში, პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმას 19 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ირანის რევოლუციური გვარდიის ელიტარული კორპუსის ოთხი წევრი, – ინფორმაციას aljazeera ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმა, ქალაქ ზაფედანში მოხდა. თავდამსხმელები მლოცველებს შორის იმალებოდნენ და პოლიციის განყოფილებაზე შეტევების დასაწყებად შესაფერის მომენტს ეძებდნენ.
პროვინციის გუბერნატორმა ჰოსეინ მოდარესმა განაცხადა, რომ შეტაკებისას დაიღუპა 19 ადამიანი, 32 პოლიციელი კი დაშავდა
ჯერჯერობით უცნობია უკავშირდება თუ არა თავდასხმა, ქვეყნის მასშტაბით მასობრივ პროტესტო გამოსვლებს, თუმცა ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციების რამდენიმე რეგიონში ერთდროულად მიმდინარეობს.
Aljazeera აღნიშნავს, რომ სისტანისა და ბელუჩესტანის პროვინცია ესაზღვრება ავღანეთსა და პაკისტანს, მსგავსი თავდასხმები ადრეც იყო უსაფრთხოების ძალებზე ეთნიკური ბელუჩი სეპარატისტების მიერ.
Tasnim-მა და სხვა სახელმწიფოსთან დაკავშირებულმა ირანულმა საინფორმაციო გამოშვებებმა განაცხადეს, რომ გვარდიის დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი სეიედ ალი მუსავი თავდასხმის დროს დახვრიტეს და მოგვიანებით გარდაიცვალა.
ირანში მასობრივი პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ ჰიჯაბის წესის დარღვევის გამო 22 წლის ქალი დააკავა, რომელიც მიყენებული დაზიანებებით მოგვიანებით გარდაიცვალა.
მომიტინგეებმა თავიანთი აღშფოთება გამოთქვეს ირანში ქალების მოპყრობისა და უფრო ფართო რეპრესიების გამო.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, 17 სექტემბერს დემონსტრაციების დაწყების შემდეგ სულ მცირე 41 მომიტინგე და პოლიციელი დაიღუპა.
ავტორი