დღეს, დილიდან, ოზურგეთის არაერთ პურის მაღაზიას თუ ქუჩების პირას მდებარე საცხობებს ვეწვიეთ.
_რა პურის გაიაფებაზე საუბრობთ? არ ყიდულობთ პურს? კითხვებს რომ სვამთ, ატყობთ, გაიაფდა თუ არა? კი, ბატონო, პური გაიაფდა ტელევიზორში! პურის ფასით სპეკულირებაც დაიწყეს! აღარ რცხვენიათ…ხალხი ტყუილითაც იკვებება, პურის გარდა…თან მშვენივრად, _ გვითხრა გურიის ქუჩაზე მდებარე პურის მაღაზიაში სწორედ პურის საყიდლად მისულმა ქალბატონმა. უფრო სწორად, ქოლგის ქვემოდან შემოგვწყრა, თან მხოლოდ სახელი გვითხრა, „ნელი მქვია და რამდენი ნელი და ეკატერინე და ოჯახის დედაა უკმაყოფილო, გაიარეთ და მიხვდებითო“.
პურის ფასი ოზურგეთში, არცერთ მაღაზიაში თუ თონე–საცხობებში შეცვლილა. ყველგან ერთი და იგივე სურათია, რაც ღირდა ერთი თვის წინ, იგივე ღირს ახლა.
გაბრაზებული მოქალაქეები , „გურია ნიუსთან“ საუბრში, კატეგორიულად ითხოვენ, ხალხისთვის ხელმისაწვდომი იყოს პურის, შაქრის და ზეთის ფასი!
_ტყავში ვძვრებით, რომ ეს სამი სახის პროდუქტი მაინც როგორმე ვიყიდიოთ, ამოგვხდა სული! ყველის ფასი რომ უკვირთ, ყველი ჩემია, ძლივს რომ ვახერხებ პირუტყვის გამოკვებას და მერე რძის ნაწარმის საკუთარი ოჯახისა და შვილების მიკლების ხარჯზე გაყიდვას, _ გვითხრა პურის საყიდლად გამოსულმა ქალბატონმა.
ვრცლად ფასების ზრდასა და ამით გამოწვეულ სამოქალაქო უკმაყოფილებაზე , „გურია ნიუსი“ მალე შემოგთავაზებთ!
ავტორი