რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დმანისის სამეცნიერო და არქეოლოგიური კვლევითი ცენტრის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, თავი მოიკლა ცენტრის ხელმძღვანელმა, გოჩა კილაძემ. შემთხვევა 3 ოქტომბერს მოხდა, გარდაცვლილის ცხედარი ცენტრის ტერიტორიაზე დღის საათებში ადგილობრივებმა ნახეს.
არქეოლოგი გოჩა კილაძე თითქმის ოცი წლის განმავლობაში იყო ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი, დმანისის სამეცნიერო გუნდის წევრი და დმანისის მუზეუმ-ნაკრძალის მმართველი. ის მონაწილეობდა დმანისის არქეოლოგიურ გათხრებში, რომლის დროსაც იპოვეს 1.8 მილიონი წლის წინანდელი ჰომო ერექტუსის თავის ქალები და სხვა პალეონტოლოგიური და არქეოლოგიური მასალა.
წყარო: რადიო თავისუფლება