ბოლო დროს არქეოლოგიურმა გათხრებმა თითქმის თავდაყირა დააყენა სახელგანთქმული დედოფლის, კლეოპატრას შესახებ აქამდე არსებული წარმოდგენა. ყველა დარწმუნებული იყო, რომ კლეოპატრას ჰქონდა ნაზი, სადაფისფერი კანი; სწორი, შავი თმა; მწვანე თვალები… სწორედ ასეთს ხატავდნენ მას მხატვრები და კინოფილმებშიც მსგავს ტიპაჟებს იღებდნენ.
კლეოპატრას განუმეორებელ სილამაზეში ახლაც არავის ეპარება ეჭვი, მაგრამ, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ის უფრო აფრიკული ტიპის გარეგნობის იყო და არა ელინური. სავარაუდოდ, კანის ფერიც მუქი ჰქონდა და უფრო მულატი იყო, ვიდრე თეთრკანიანი. სწორედ ამ დასკვნამდე მივიდა ამერიკელი მეცნიერი ჰილკე ტუერი, რომელმაც თურქულ ქალაქ ეფესში კლეოპატრას დის, არსინოიას სამარხი აღმოაჩინა. გვამის ნარჩენების ანალიზმა დაადასტურა, რომ არსინოიას დედა წმიდა სისხლის აფრიკელი იყო.
რაც შეეხება კლეოპატრას სამარხს, ის მდებარეობს ოსირისის ტაძრის მიდამოებში, მაგრამ, შიგნით დედოფლის გვამი ვერ აღმოაჩინეს.
პრინცესა არსინოია და კლეოპატრა ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდნენ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობით. არსებობს მოსაზრება, რომ სწორედ კლეოპატრამ მოაკვლევინა და.
ავტორი