გურიაში, ხვალ უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
“ჰაერის ტემპერატურა მიუახლოვდება +30 გრადუსს. უნალექო ამინდი შენარჩუნდება 8 ოქტომბერსაც, ოღონდ დროგამოშვებით გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. 9 ოქტომბერსაც დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია უმეტეს რაიონში წვიმა, დასავლეთის მიმართულების ქარი შეიცვლება აღმოსავლეთის მიმართულების ქარით. დღის ტემპერატურა დაიკლებს +22 გრადუსამდე. 11 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს. 12 ოქტომბრიდან კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი”,_ განაცხადა გვაზავამ.