axios-ის ინფორმაციით, ამერიკელი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი ამბობს, რომ ამ ზამთარში შესაძლებელია კოვიდ-19-ის ახალი შტამი გაჩნდეს და ინფიცირების შემთხვევებმაც მოიმატოს.
„იწყება ზამთრის თვეები, სადაც არ აქვს მნიშვნელობა რა რესპირატორული დაავადებაა, ყოველთვის არის მატების რისკი”,_ განაცხადა ფაუჩიმ.
ფაუჩიმ აღნიშნა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი შემცირდა, მაგრამ ჯერ ნაადრევია პანდემიის დასრულებაზე საუბარი.
მსოფლიოში, კორონავირუსით ინფიცირების შედეგად 6.5 მილიონ ადამიანზე მეტი გარდაიცვალა