საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია eSIM-ი ბარათი, რომელიც მომხმარებელს უქმნის მნიშვნელოვან კომფორტს, აძლევს მოქნილობას და თავისუფლებას.
გარდა ამისა, eSIM-ის გააქტიურება მარტივად და სწრაფად, სახლიდან გაუსვლელად, სრულად ონლაინ არის შესაძლებელი _ დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ბილაინის ვებ-გვერდის მეშვეობით. eSIM-ს აქვს არაერთი უპირატესობაა ფიზიკურ ბარათთან შედარებით _ მაგალითად, ის არ იკარგება. იმ შემთხვევაში თუ რაიმე მიზეზით წაგეშალათ eSIM-ი, ბილაინი შესაძლებლობას გაძლევთ ის უფასოდ აღადგინოთ იმავე QR კოდით.
ბილაინის eSIM-ის შეძენის პროცესი მარტივი ეტაპებისგან შედგება და მოიცავს ტელეფონის ნომრის არჩევასა და სმარტფონის მოდელის მითითებას, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ატვირთვას და ფოტოს გადაღებას ვებგვერდის მეშვეობითვე. პროცესის დასასრულს, მომხმარებელი იღებს QR კოდს და მისი დასკანირებით ხდება eSIM-ის აქტივაცია.
კიდევ უფრო მეტი სიმარტივისთვის, ბილაინის ვებ-გვერდზე წარმოდგენილია აქტივაციის პროცესის აღმწერი ვიდეოები და დეტალური ინფორმაცია, როგორც iOS ასევე Android ოპერაციული სისტემების სმარტფონებისთვის.
eSIM-ის ღირებულება 5₾ შეადგენს. ბილაინის აბონენტებს ფიზიკური სიმ ბარათის eSIM-ით შეცვლის შესაძლებლობაც აქვთ, ასევე სახლიდან გაუსვლელად და მისი ღირებულება 5₾ შეადგენს. როგორც eSIM-ის ყიდვის, ასევე ფიზიკური სიმ ბარათის eSIM-ით შეცვლის შემთხვევაში, აბონენტები ბილაინისგან 5GB ინტერნეტს საჩუქრად იღებენ.
(R)