„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“ეს გ. (გედი) ფოფხაძე რას გადამეკიდა, ვინმემ ხომ არ იცის?! ერთ საბავშვო ბაღში არ დავდიოდით, არც – სკოლაში, ბავშვობიდან ტრამვირებული რომ მყოლოდა, პარლამენტში ჩემს უკან იჯდა გუგულივით, არავითარი პრეტენზია არასდროს არ გამოუთქვამს და ახლა ყველგან პატრიოტთა ალიანსი რატომ ელანდება, მართლა აღმოჩენაა მისი მრუდე ბუნება ჩემთვის. თან, მაინც და მაინც ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის კონტექსტში უნდა გვიკბინოს.
ისე, რასაც ვაკვირდები, ბიძინა ივანიშვილისაც “მაგარი” ბედი აქვს. ამდენი დაუნახავი, უმადური და ენჭარტალა ერთად მოიზიდა და არარაობებისგან რაღაცა შექმნა, ახლა გამოდიან და იმის ნაცვლად, პატარა სიკეთე მაინც გაახსენდეთ და მინიმუმ საკუთარ თავს პატივი სცენ, პირიდან მარტო შხამი ამოსდით.
საოცარი პერიოდია. ხალხს ნიღბები ისე ცვივა, კაცი გაკვირვებას და იმედგაცრუებასაც ვერ ასწრებ“, _ წერს ირმა ინაშვილი.