ქუთაისში, მდინარე რიონის სანაპიროზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
შუახნის მამაკაცის ცხედარი წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს.
თვითმხილველების თქმით, ცხედარი შენიშნეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებს შეატყობინეს.
გარდაცვლილი ჯერჯერობით იდენტიფიცირებული არ არის.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახური, პოლიციის და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული.
ცხედარს ექსპერტიზაზე გადაასვენებენ.
წყარო: ინფო იმერეთი