უკრაინელებმა თითქმის ყველა სასაზღვრო ხიდი ააფეთქეს, – თქვა ბელარუსის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ანატოლი ლაპომ ადგილობრივ STV არხთან ინტერვიუში. ამის შესახებ INTERFAX.RU წერს.
მისი ინფორმაციით, საავტომობილო, სარკინიგზო და სასაზღვრო გზები მთლიანად დანაღმულია.
“სამხრეთით სიტუაცია რთულია. უკრაინის მხარის ძალისხმევა ფოკუსირებულია სახელმწიფო საზღვრების დაცვის გაძლიერებაზე.
დღეს თითქმის ყველა სასაზღვრო ხიდი აფეთქდა. საავტომობილო, სარკინიგზო, სასაზღვრო გზები კი მთლიანად დანაღმულია. იმ ზომით, რომ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებს სამ რიგად აყენებენ გზებზე“, – თქვა ლაპომ.
მან აღნიშნა, რომ ზეწოლის ქვეშ არიან
“ესენი არ არინ მესაზღვრეები, რომლებიც მიდიან საზღვარზე – ტერიტორიის თავდაცვაზე. ჩვენ ზეწოლის ქვეშ ვართ, უკრაინელები ზოგჯერ ჩვენს მესაზღვრეებს უმიზნებენ, ხანდახან ჰაერშიც ისვრიან, მიმდინარეობს მუდმივი საჰაერო დაზვერვა”, – აღნიშნა ლაპომ.
ავტორი