ოზურგეთში კოვიდინფიცირების 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 24154 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 23980 პაციენტი, გარდაცვლილია 96 ადამიანი.
ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 78 შემთხვევა. პაციენტებიდან 13 სტაციონარში მკურნალობს.