უკრაინის ქალაქებზე რუსული სარაკეტო თავდასხმის გამო შურსვიძიებთ – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, ტერორისტული ქვეყანა უკრაინის არაერთ რეგიონალურ ცენტრს დაესხა თავს. კიევი მასიური სარაკეტო თავდასხმის ქვეშ იყო. თავს დაესხნენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.
„საჰაერო იერიში მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. არის მსხვერპლი ხალხში და ნგრევა. რუსეთის ფედერაციის ტერორისტული ქმედებები მიმართულია მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. მტერი დაისჯება იმ ტკივილისა და სიკვდილისთვის, რაც მან მოიტანა ჩვენს მიწაზე! შურს ვიძიებთ“, – ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ავტორი