თუ აშშ უკრაინას რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებს მიაწვდის, ომი გახანგრძლივდება და უკრაინისთვის კიდევ უფრო მძიმე სახეს მიიღებს,_ ამის შესახებ განცხადება ლრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.
პესკოვის თქმით, არაოფიციალურად ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მონაწილეა.
“კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ამერიკელების განცხადება უკრაინისთვის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდებაზე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ ამერიკა კიევს ამ შეიარაღებას მიაწვდის, ამ შემთხვევაში, კონფლიქტი კიდევ უფრო გახანგრძლივდება და უკრაინისთვის კიდევ უფრო მტკივნეულ სახეს მიიღებს”,_ ამბობს პესკოვი.