“მთელი დღეა ამ პატარა ჩემპიონ გოგოზე ვფიქრობ…
ვცდილობ, წარმოვიდგინო ეს სიფრიფანა გოგო თვალების დაუხამხამებლად თავის სიცოცხლის ფასად როგორ გარბის მისი ორი მეგობრის გადასარჩენად…
ამ ციცქნა გოგომ დიდი გაკვეთილი ჩაგვიტარა ყველას, რა არის თავგანწირვა, როგორ უნდა გიყვარდეს მოყვასი…
მე მაპატიე და ყველა დიდს გვაპატიე, პატარა მარიტა, ვარსკვლავივით გოგო, ვარსკვლავებს შერეულო, რომ ჩვენ, დიდ რეგვენებს ჭკუა არ გვყოფნის, რომ შენი და შენი ტოლების უსაფრთხოება ვუზრუნველყოთ…
ისევ მინდა აქ იყოს ლამაზი პარკი ყვავილებით სავსე, სადაც ბავშვები ითამაშებენ და იყოს უსაფრთხო შადრევანი, სახელად მარიტა, რომ ყველას გაახსენოს, რომ გმირებს ასაკი არ აქვს – გმირები იბადებიან და თუმცა ხანაც ჩვენს გვერდით არ არიან, მაინც არასდროს გვტოვებენ“, _ წერს სოციალურ ქსელში პოეტი ლევან ლორია.