რუმინეთის მთავრობა საქართველოს NATO-ს მოხალისეობრივი დახმარების ფარგლებში 300 000 აშშ დოლარს გადასცემს.
“რუმინეთის მთავრობამ დაამტკიცა 300 000 აშშ დოლარის შემოწირულობა #NATO Trust Fund-ისთვის ჩვენი პარტნიორის გამძლეობისა და თავდაცვის შესაძლებლობების კონსოლიდირებისთვის”,_ ნათქვამია რუმინეთის ელჩის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დახმარების პაკეტი ასევე გულისხმობს უკრაინის, მოლდოვისა და იორდანიის ფინანსურ მხარდაჭერას თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისთვის.