რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, დახმარება, რომელსაც ნატო უწევს უკრაინას ვითარებას ართულებს უკრაინისთვის, მაგრამ ამ პირობებშიც კი რუსეთის ფედერაციას აქვს საშუალება გაგაგრძოს ოპერაცია.
“ნატო დე ფაქტო ჩართულია უკრაინის კონფლიქტში, თუმცა ეს არანაირად არ მოქმედებს ჩვენს მიზნებზე. ოპერაცია გაგრძელდება და მას ბოლომდე მივიყვანთ”,_ განაცხადა დიმიტრი პესკოვმა რუსულ მედიასთან.