ჩოხატაურში, 1 კვირის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩოხატაურში დაფიქსირებულია ინფიცირების 9319 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 9220, ხოლო გარდაცვლილია 69 ინფიცირებული ადამიანი.